ინფორმაცია

იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელ ვარიანში იაკობობა აღინიშნა. მწერლის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარო სკოლებმა წარმოადგინეს ფაცხები შემოდგომის ნობათით (მათ შორის სსიპ მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზეღდულეთის სკოლა). ღონისძიების ფარგელბში ბავშვებმა გააცოცხლებეს იაკობის ნაწარმოებების გმირები. საწნახელში დაიწურა ყურძენი. სტუმრებს შეეძლოთ ამოევლოთ ჩურჩხელები და დაეგემოვნებინათ ნამდვილი ქართული ღვინო. მსახიობებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდები წარმოადგინეს. ასევე გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ბავშვებისა და ანსამბლ „მაჩაბელას“ მონაწილეობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და სტუმრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან . ღონისძიების დაწყებამდე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ და ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა იაკობ გოგებაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

No comments:

Post a Comment